მილადის კოშკი თეირანში, მრავალფუნქციური ნაგებობაა. არის ირანის ყველაზე მაღალი შენობა, რომლის მთლიანი სიმაღლე, საძირკველიდან შპილის წვერამდე, 435 მეტრია. მილადის კოშკის არქიტექტორია მოჰამად რეზა ჰაფეზი. კოშკს აქვს ლიფტის სამი შახტა, რომელშიც 6 პანორამული ლიფტი გადაადგილდება. კოშკის გონდოლა 12 სართულიანია, საერთო ფართით 12 000 კვ.მ. კოშკში, 276 მეტრ სიმაღლეზე, არის მბრუნავი პანორამული რესტორანი. კოშკის ზედა სართულებზე კი განთავსებულია სატელევიზიო, რადიო, სატელეკომუნიკაციო, მეტეოროლოგიური სადგურების და სატრანსპორტო მოძრაობის მარეგულირებელი სამსახურები. მილადის კოშკი თანამედროვე თეირანის მთავარ სიმბოლოდ იქცა.