თოღრულის კოშკი, XII საუკუნის ისტორიული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ რეიში, იბნ ბაბუიეს მავზოლეუმის აღმოსავლეთით. ზოგიერთ წყაროში, ის მოიხსენიება როგორც ხალიფა იეზიდის კოშკი. კოშკის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია კონუსის ფორმის გუმბათის გამოკლებით, რომლისგანაც ამჟამად აღარაფერი შემორჩა. ისტორიკოსებს შორის არაერთი განსხვავებული აზრი არსებობს ამ კოშკში სამარხის არსებობის თაობაზე. ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ კოშკი სელჩუკთა იმპერიის პირველი სულთნის, თოღრულ ბეგის სამარხია.