انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

გალედარის მეჩეთი

გალედარის მეჩეთი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბანდარ აბასში ყალეშაჰის უბანში, წარმოადგენს ბანდარ აბასის და ჰორმოზგანის პროვინციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობას. მეჩეთი სუნიტურია, ის რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ისტორიული ძეგლების ნუსხაში. აშენდა მე-19 საუკინის ბოლოს უფრო მცირე ზომის მეჩეთის ადგილას;  მეჩეთს აქვს დიდი ეზო, შედარებით დაბალი სიმაღლის მინარეთი და ლამაზი მიჰრაბი,  16 სვეტი. მეჩეთის შენობაზე არსებული ქვის წარწერის თანახმად, ის ააშენა ბანდარ აბასის ერთ – ერთმა ცნობილმა ვაჭარმა ჰაჯ შეიხ აჰმად გალედარმა.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version