შემოდგომა და ზამთარი სამხრეთ ირანში მოგზაურობისთვის ყველაზე ხელსაყრელი სეზონებია. სასიამოვნო ამინდი, უამრავი ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობა, სპარსეთის ყურის კამკამა წყლები, სტუმართმოყვარე ადგილობრივი მოსახლეობა, თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. ჰორმოზგანის პროვინციაში, ქალაქ ბანდარაბასიდან 95 კმ-ის დაშორებით, მდებარეობს ქალაქ ფინ-ი, სადაც XIII-XVI საუკუნეების არქიტექტურულ შედევრს ფინის ციხე-სიმაგრეს ნახავთ. ციხე 180 მეტრი სიგანისა და 290 მეტრი სიგრძისაა. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ციხე წარსულში სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულებით გამოიყენებოდა. ციხის მშენებლობაზე გამოყენებულია კვადრატული ფორმის აგური, დუღაბი, ქვა. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მრგვალი კოშკია, რომლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 9 მეტრის სიგრძისა და დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის კედელი. ფინის ციხე 2002 წელს დარეგისტრირდა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში სარეგისტრაციო ნომრით 7270.