انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ალი აქბარ სანათის მუზეუმი

ალი აქბარ სანათის მუზეუმი ქალაქ თეირანში, თუფხანეს მოედნის ჩრდილო – დასავლეთ მხარეს მდებარეობს და თეირანის ერთ – ერთი ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მუზეუმი 1946 წელს დაარსდა  ცნობილი ირანელი მხატვრისა და კოლექციონერის, ალი აქბარ სანათის ნამუშევრების გამოსაფენად.  ამჟამად მუზეუმი ეკუთვნის ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციას. ალი აქბარ სანათი ავტორია თითქმის 6 ათასი ფერწერული ტილოსი,  ათასზე მეტი თაბაშირის, ქვის და ბრინჯაოს სკულპტურული ნამუშევრისა, რომელთა ნაწილი მისი სახელობის მუზეუმში ინახება . ალი აქბარ სანათის მუზეუმს აქვს თავისი თეატრალური სალონი, კულტურის ცენტრი, პორტრეტების გალერეა  და ანთროპოლოგიური მუზეუმი. მუზეუმის შენობაში, გარკვეული დროის განმავლობაში, ასევე იყო რეზა შაჰ ფეჰლევის რეზიდენციაც.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version