انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

პროსპექტი სი-ე თირ

სი-ე თირის პროსპექტი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული პროსპექტია თეირანში, იმამ ხომეინის პროსპექტის სამხრეთიდან და ჩრდილოეთით ჯომჰურის და მირზა ქუჩექხანის პროსპექტების კვეთამდე. ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში მრავალი ნაგებობა აღიმართა, რომელთაგან აღსანიშნავია თეირანის წმინდა პეტრეს ევანგელური ეკლესია, ჰაიმის სინაგოგა, ადორიანის ზოროასტრული ტაძარი (მდებარეობს მირზა ქუჩექხანის პროსპექტზე, სი-ე თირის პროსპექტის გასწვრივ). 1979 წლის რევოლუციამდე, ამ ქუჩას ყავამოლსოლთანეს პროსპექტი ერქვა, ცნობილი ირანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, აჰმად ყავამის (ცნობილი სახელით ყავამ ოლსოლთანე) საპატივსაცემოდ.

 

Next Prev
Next Prev
Exit mobile version