თეირანის ერთ-ერთი ისტორიული ნაგებობა, ნეგარისთანის სასახლე და ბაღი, დაარსდა ყაჯარი მეფის, ფათჰალი ალი შაჰის ბრძანებით, 1843-1849 წლებში, როგორც საზაფხულო სამეფო რეზიდენცია. სასახლეში მეფის, სამეფო კარის წარმომადგენების და სხვა დიდებულების პორტრეტების და ნახატების სიუხვის გამო, მას „ნეგარესთან“, ანუ გალერეა ეწოდა. თავის დროზე სასახლის ბაღი უზარმაზარ ტერიტორიას იკავებდა. ზოგიერთი ყაჯარული დოკუმენტის თანახმად, სამხრეთის კარიბჭე ბაჰარესთანის მოედნის ჩრდილოეთით მდებარეობდა, აღმოსავლეთიდან შემირანის კარიბჭე ესაზღვრებოდა, ხოლო დასავლეთიდან საფი ალი შაჰის ქუჩა.
ნეგარესთანის სასახლისა და ბაღის კომპლექსში შედიოდა რამდენიმე ბრწყინვალე შენობა-ნაგებობა და დარბაზი, შორის „დელგოშას“ (მომაჯადოებელი), აუდიენციის, „ყალამდანის“ (საკალმე) დარბაზები და რამდენიმე საგაზაფხულო შენობა. ბაღი და სასახლე მრავალი ისტორიული და პოლიტიკური მოვლენის მომსწრეა. ნასრედინ შაჰის მიერ თეირანის ზრდა-განავითარების შედეგად, ნეგარესთანის ბაღი ქალაქის საზღვრებში მოექცა; მისი პოლიტიკური დატვირთვის შემცირების გამო, იგი საბოლოოდ გადაეცა სხვადასხვა კულტურულ ორგანიზაციებს.
შემდგომ პერიოდში, ნეგარესთანის სასახლის ბაღში, ირანში პირველად, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და ნატიფი ხელოვნების სკოლა, რომელსაც ცნობილი ირანელი ფერმწერი ქამალ ალ-მულქი ედგა სათავეში.
XX საუკუნის დასაწყისში ნეგარესთანის სასახლეში გაიხსნა პედაგოგთა მოსამზადებელი სასწავლებელი, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლებში, რეზა შაჰ ფეჰლევის კულტურის მინისტრის, იაჰია ყარაგოზლუს თაოსნობით უმაღლეს სასწავლებლად გადაკეთდა. მოგვიანებით, ირანში ემიგრირებულმა რუსმა არქიტექტორმა, ნიკოლოზ მარკოვმა, ირანულ-ყაჯარული სტილის დაცვით, მოამზადა პროექტი უმაღლესი სასწავლებლის ახალი შენობისთვის. სასწავლებლის 10 ათასი კვ.მ. ფართობის ახალი შენობა, რომელიც 164 ოთახისა და ორი დიდი დარბაზისაგან შედგება, ნეგარესთანის ბაღის ჩრდილოეთ ნაწილში აშენდა. უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა ორი ფაკულტეტი – ლიტეარტურული და სოციალური მეცნიერებების. გასული საუკუნის 30-იან წლებში, ბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აშენდა კიდევ ერთი შენობა, სადაც ფუნქიონირება დაიწყო ბიბლიოთეკამ. სწორედ ამ ბიბლიოთეკაში, მცირე პერიოდით, მუშაობდა ცნობილი ირანელი პოეტი ქალი ფარვინ ეთესამი.
ნახევარი საუკუნის მანძილზე ქა განათლება მიიღო და მოღვაწეობდა არერთი სახელოვანი ირანელი მეცნიერი, მწერალი, ხელოვნების მუშაკი; მათ შორის იყვნენ ცნობილი ირანელი პოეტი, მეცნიერი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე მუჰამად თაყი მალიქ ალ-შუარა ბაჰარი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ალი აქბარ დეჰხოდა, ენათმეცნიერი, სპარსული ლიტერატურის მკვლევარი, რუმოლოგი ბადიოზამან ფორუზანფარი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ალი-ნაყი ვაზირი, ფილოლოგი და მწერალი საიდ ნაფისი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე და ტექსტოლოგი მოჰამად მოინი, ცნობილი ისტორიკოსი, ირანის ისტორიის მკვევარი მოჰამმად ებრაჰიმ ბასთანი ფარიზი, ფიზიკოსი, მეცნიერი, თეირანის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი მაჰმუდ ჰესაბი და სხვა.
ნეგარესთანის ბაღის მუზეუმები
ქამალ ალ-მულქის ფერწერის სკოლის მუზეუმი
გასული საუკუნის 20-იან წლებში ცბობილი ირანელი ფერმწერის ქამალ ალ-მულქის თაოსნობით ნეგარესთანის ბაღში დაარსდა ნატიფი ხელოვნების სკოლა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, მან შეძლო მოეზიდა უამრავი მოწაფე, რომელთა დიდმა უმეტესობამ, შემდგომში სახელი გაითქვა სახელოვნებო ასპარეზზე და ითვლებიან ქამალ ალ-მულქის ფერწერის სკოლის ერთგულ მიმდევრებად. ამ მუზეუმში, რომელიც ნეგარესთანის ბაღის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ექსპონირებულია ქამალ ალ-მულქის და მისი მოწაფეების ფერწერული ნამუშევრის 130 ნიმუში.
მაჰმუდ რუჰ-ოლ-ამინის ფოტოკოლექცია
მაჰმუდ რუჰ-ოლ-ამინის ეთნოგრაფიული შავ-თეთრი ფოტოების კოლექცია, ასახავს ხორბლის თესვის, მოყვანის და მოსავლის აღების ყველა ეტაპს. ფოტოები ღირებულია როგორც მხატვრული, ასევე კულტურული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით.
მუჰამად თაყი მალიქ ალ-შუარა ბაჰარის ისტორიული დოკუმენტებისა და ფოტოების კოლექცია
მალიქ ალ შუარა ბაჰარის ისტორიული დოკუმენტებისა და ფოტოების კოლექცია მოიცავს ფოტოებს, ციფრულ დოკუმენტებს და მუჰამად თაყი მალიქ ალ-შუარა ბაჰარის ხელნაწერებსა და წიგნებს. ექსპოზიცია გაიხსნა 2015 წლის 12 მაისს, ნეგარესთანის მუზეუმის ბაღში. ეს ძალზედ საინტერესო კოლექცია, მუზეუმს უსასყიდოდ გადასცა მალიქ ალ შუარა ბაჰარის ვაჟიშვილის მეუღლემ, ჩეჰრზად ბაჰარმა. კოლექცია ასახავს მუჰამად თაყი ბაჰარის ახალგაზრდობისა და საშუალო ასაკის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეულ და შემოქმედებით მომენტებს, გვანახებს მისი პიროვნების და შესაძლებლობების სხვადასხვა ასპექტებს.
უნიკალური კედლის მხატვრობა „ფათ ალი შაჰის მისალმება“
ნეგარისთანის სასახლე და ბაღი, დაარსდა ყაჯარი მეფის, ფათ ალი შაჰის ბრძანებით, 1843-1849 წლებში, როგორც საზაფხულო სამეფო რეზიდენცია. სასახლეში მეფის, სამეფო კარის წარმომადგენების და სხვა დიდებულების პორტრეტების, ნახატების და კედლის მხატვრობის სიუხვის გამო, მას „ნეგარესთან“, ანუ გალერეა ეწოდა.
რეზა შაჰის მმართველობის დროს, ნეგარესთანის სასახლის და ბაღის ფუნქციის შეცვლის შედეგად, ყაჯარი მეფეების სასახლეების უმეტესი ნაწილი დაანგრიეს, შესაბამისად განადგურდა ფათჰ ალი შაჰის კედლის უნიკალური მხატვრობაც. ნეგარესთანის სასახლის კედლის მხატვრობის მსგავსია „ფათჰ ალი შაჰის მისალმება“ (მეფის მისასალმებდად ჩამწკრივებული სამეფო კარის და ელიტის წარმომადგენლების გრძელი რიგი), ყაჯარული ეპოქის კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუში ყუმის სათათბირო საბჭოს სხდომათა დარბაზის მხატვრობა, რომელიც ბალასარის მეჩეთის გაფართოების შედეგად სათათბიროს შენობა დაანგრიეს; კედლის მხატვრობა მოიხსნეს და თეირანში ჩამოიტანეს. ჩატარებული კვლევებისა და მხატვრული სტილის გათვალისწინებით, ეს კედლის მხატვრობა სავარაუდოდ 1833 წლით თარიღდება და შესრულებულია მირზა მუჰამედ ალი ნაყაშის მიერ, ქეიქავუს მირზას, იმ პერიოდის ყუმის მმართველის და ფათ ალი შაჰის ოცდამერვე ვაჟის ბრძანებით.
მონირ ფარმანფარმაიანის დარბაზი
მონირ შაჰრუდი ფარმანფარმაიანის, ცნობილი ირანელი მხატვრის, ტრადიციული და ხალხური ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერის, ნამუშევრების მუდმივმოქმედი ექსპოზცია წარმოდგენილია ნეგარესთანის ბაღის ბაღი სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე შენობის ერთ-ერთ დარბაზში. კოლექცია შედგენბა 50 ფერწერული და სარკის მოზაიკური ნამუშევრების ერთობლიობას. ეს ნამუშევრები თავისი გამორჩეული სტილით, რომელიც ერთგვარი გეომეტრიული აბსტრაქციაა, წარმოადგენს ტრადიციული ირანული და თანამედროვე ხელოვნების სტილტა კომბინაციას.
ნეგარესთანის ბაღი-მუზეუმის კერამიკული ფილების კოლექცია
აღნიშნული ექსპოზიცია წარმოადგენს ნეგარესთანის ბაღ-მუზეუმის დეკორატიული კერამიკული ფილების მრავალფეროვან კოლექციას, მცენარეული მოტივებით, რომლებიც შექმნილია მინანქრის, მოზაიკისა და რელიეფური ხატვის ტექნიკით.