انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

იმამზადე დავუდი

შიიტი მუსლიმებს შორის  ერთ-ერთი ყველაზე საპატივსაცემო და პოპულარული წმინდა სალოცავი, იმამზადე დავუდის, იმამ საჯადის შთამომავლის საფლავია, რომელიც თეირანის ჩრდილო-დასავლეთით, იმამზადე დავუდის გზის ბოლო მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 2600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

იმამზადე დავუდის დაკრძალვის ადგილას სალოცავი/მეჩეთი, სეფიანთა პერიოდში აშენდა, ხოლო ყაჯარების ეპოქაში, ფათჰ-ალი შაჰის დროს საკმაოდ გაფართოვდა. სალოცავის სიახლოვეს, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, სოფლებში რენდანსა და სანგანში, არის რამდენიმე იმამზადეს საფლავი, მათ შორის იმამზადე დავუდის მამის – იმამზადე ემადოდინის და ძმების – იმამზადე ალადინის, იმამზადე ყასემისა და იმამზადე აყილის საფლავები.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version